ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის მცხოვრებთა პროტესტი 98-ე დღეა გრძელდება
24.05.2021
უკან დაბრუნება
ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის მცხოვრებთა პროტესტი 98-ე დღეა გრძელდება.პარალელურად, მეთოთხმეტე დღეა აქციის მონაწილეთა ნაწილი შიმშილობს . მათ პირიც ამოიკერეს. პროტესტის ამ ფორმას ქალბატონებიც შუერთდნენ და სამმა ქალბატონმა პირი ამოიკერა . მოსახლეობის მოთხოვნა იგივეა- სოფელ შუქრუთის მაცხოვრებლები კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზის,, საქმიანობით მიყენებული ზარალის გამო, სახელმწიფოს ჩართულობას, ზარალისდ ათვლას და სათანადო კომპენსაციას ითხოვენ. პროცესს მონიტორინგს
მმართველობის მონიტორინგის ცენტრი უწევს.