შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სახელმწიფო ქონების დაუფლების ფაქტზე 5 პირი დააკავეს
24.05.2021
უკან დაბრუნება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სახელმწიფო ქონების დაუფლების ფაქტზე 5 პირი დააკავეს, მათ იმერეთის რეგიონში მოტყუებით სახელმწიფოს კუთვნილი 11 მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირეს.. გამოძიების ამ ეტაპზე მოტყუებით დაუფლებული მიწის ნაკვეთების ნაწილი დაბრუნებულია სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო ნაწილზე ბიუჯეტში შეტანილია შესაბამისი თანხა ზიანის ანაზღაურების სახით.