ზესტაფონის პროფესიულ კოლეჯში „კონსტრუქტ2“ განვლილი პერიოდის შეჯამებისა და სამომავლო გეგმების განხილვის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა
22.05.2021
უკან დაბრუნება
ზესტაფონის პროფესიულ კოლეჯში „კონსტრუქტ2“ განვლილი პერიოდის შეჯამებისა და სამომავლო გეგმების განხილვის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა, კომპანია „BK Construction“-ის დამფუძნებლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად მიიღეს. შეხვედრაზე, ხაზი გაესვა „კონსტრუქტ2“-ის როლს რეგიონული ეკონომიკის განვითარებაში და აღინიშნა, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ჩართულობით, იმერეთის რეგიონში პროფესიული განათლების მიმართულებით ბევრი სიახლე და ახალი პროექტი ინერგება.