ქუთაისის აკაკი კაკაურიძის სახელობის N18 კრივის სკოლაში ჭაბუკებსა და მოსწავლეებს შორის კრივში იმერეთის თასის გათამაშება დაიწყო
22.05.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის აკაკი კაკაურიძის სახელობის N18 კრივის სკოლაში ჭაბუკებსა და მოსწავლეებს შორის კრივში იმერეთის თასის გათამაშება დაიწყო. იმერეთის თასი ისტორიაში პირველად იმართება და მასში რეგიონის თითქმის ყველა ქალაქისა და რაიონის წარმომადგენელი მონაწილეობს. რინგზე სულ 60 მოკრივე გამოდის. ტურნირი ორი დღე გაგრძელდება და გამარჯვებულები ხვალ გამოვლინდებიან.