შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ დევნილ ვეტერანთა ოჯახებისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო
21.05.2021
უკან დაბრუნება
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ დევნილ ვეტერანთა ოჯახებისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე, 120 ბინა ნაწილდება. კომისიის პირველ სხდომას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე ესწრებოდა. კომისია მუშაობას 2 კვირის ვადაში დაასრულებს, რის შემდგომაც იმ ოჯახების სია, რომლებსაც ბინები გადაეცემათ დევნილთა სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.