საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე 3 პირი დააკავეს
21.05.2021
უკან დაბრუნება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე 3 პირი დააკავეს.
დაკავებულებს იმერეთის ერთ-ერთ რეგიონში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობა ევალებოდათ.
თუმცა მათი მხრიდან დაკისრებული მოავლეობის არაჯეროვნად შესრულების შედეგად, კონტრაქტორ კომპანიას საშუალება მიეცა ნაკლები მოცულობის სამუშაოები შესრულებინა, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.