მღვიმეები და კანიონები სტუმრებს 26 მაისიდან მიიღებს
21.05.2021
უკან დაბრუნება
მღვიმეები და კანიონები სტუმრებს 26 მაისიდან მიიღებს.დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი, პრომეთეს მღვიმე და სათაფლია ვიზიტორებისთვის იხსნება.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აუცილებელია პირბადე და სოციალური დისტანციის დაცვა,ვიზიტორთა ცენტრში მხოლოდ 5 ვიზიტორის ყოფნაა დაშვებული და რეკომენდებულია თანხის გადახდა უკონტაქტო გზით ან ბილეთების დისტანციურად შეძენა.
ახალგაზრდა გიდების ასოციაციამ მღვიმეების გახსნა 17 მაისს მოითხოვა.ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა ბერეკაშვილის თქმით, გაუგებარია რატომ არ იყო გახსნილი დაცული ტერიტორიები აქამდე, ან 26 მაისიდან რა დამატებითი რეგულაციით იხელმძღვანელებს სააგენტო