ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ბოლო 24-ი საათის განმავლობაში გარდაცვალების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა
20.05.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ბოლო 24-ი საათის განმავლობაში გარდაცვალების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.გარდაცვლილია 60 წლამდე მამაკაცი. ამ ეტაპზე კლინიკაში 95 კოვიდ ინფიცირებული პაციენტი გადის მკურნალობის კურსს, აქედან რვა ბავშვია, ხოლო რეანიმაციულ განყოფილებაში ოთხი პაციენტი იმყოფება. თავისუფალია ათი თერაპიული საწოლი. როგორც ნოდარ მაღლაფერიძე აღნიშნავს ამინდების გაუმჯობესებასთან ერთად საზოგადოება აქტიურად მოძრაობს გარე სივრცეში პირბადის გარეშე, რაც შეიცავს რისკსგაიზარდოს ინფიცირებულთა რაოდენობა.