შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს საქართველოში ევრო კავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ეწვია
19.05.2021
უკან დაბრუნება
მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს საქართველოში ევრო კავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ეწვია. ვანის განახლებულ მუზეუმში კარლ ჰარცელს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ უმასპინძლეს. ,,. ვანის არქეოლოგიური მუზეუმის კოლექციებში დაცულია ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილი და მისი შემოგარენის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ძვ.წ. VIII-I საუკუნეებით თარიღდება. ვანის მუზეუმის რეაბილიტაცია 2020 წელს დასრულდა. თანამედროვე ინფრასტრუქტურისა და უახლესი სტანდარტების დაცვით, მუზეუმში მუდმივ მოქმედ და დროებით საგამოფენო სივრცეებთან ერთად, მოწყობილია ფონდები, სამეცნიერო ლაბორატორიები, აუდიტორია, ბიბლიოთეკა-მედია თეკა დ ასაზოგადოებრივი სივრცეები ვანის მუზეუმი ანტიკური კულტურის კვლევის საერთაშორისო ცენტრს წარმოადგენს.