საქართველოს პროფკავშირების ინფორმაციით, გერმანიაში სეზონურ სამსახურზე დასაქმებული 24 მოქალაქე უმძიმეს პირობებში იმყოფება
19.05.2021
უკან დაბრუნება
საქართველოს პროფკავშირების ინფორმაციით, გერმანიაში სეზონურ სამსახურზე დასაქმებული 24 მოქალაქე უმძიმეს პირობებში იმყოფება,მათშორის ვერ ირებენ შეპირებულ ანაზღაურებას.
დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ფაქტთან დაკავშირებით მიღებულია, კონკრეტული ზომები, მათშორის შედგა კომუნიკაცია გერმანულ მხარესთან.
სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ თავმჯდომარე, აღნიშნულ საკითხს ეხმიანება . ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილის სურვილი, წავიდნენ სამუშაოდ საზღვარგარეთ, პირდაპირ კავშირშია ჩვენს ქვეყანაში სამუშაო ადგილების სიმცირესთან.
ნუგზარ კოხრეიძის თქმით, გერმანიაში დასაქმების მსურველებს უნდა ჰქონდეს გააზრებული შრომითი პირობებების სირთულე, თუმცა რამდენად არის შესაძლებელი სახელმწიფოს მხრიდან ადგილზე დასაქმებულების შრომითი პირობების მონიტორინგი, -აღნიშნულ საკითხს ეჭვქვეშ აყენებს, რადგან ეს ნაწილი უკვე დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის გასარკვევია..
საქართველოდან გერმანიაში ჯამში 54-კაციანი შემადგენლობით 4 ჯგუფი იმყოფება.