შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პროტესტის 93 და შიმშილობის მე-9 დღე ჭათურაში
19.05.2021
უკან დაბრუნება
პროტესტის 93 და შიმშილობის მე-9 დღე ჭათურაში. "ჯორჯიან მანგანეზის" კოროხნალის მაღაროსთან, სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებს უწყვეტი პროტესტი აქვთ. აცხადებენ რომ მათი სახლების ქვეშ ან მიმდებარედ, "ჯორჯიან მანგანეზი" მანგანუმს მოიპოვებს, რაც მათ საცხოვრებელს საფრთხეს უქმნის . მათი მოთხოვნაა დამოუკიდებელი და სანდო აუდიტორის შემოსვლა, მათი სახლების მდგომარეობის შემოწმება და შესაბამისი კომპენსაციის დადგენაა. მმართველობის მონიტორინგის ცენტრის იმერეთის ბიუროს მკვლევარი ელენე აბდუშელიშვილი აქციის მონაწილეების უკანონო დევნასა და მათ სამომავლო გეგმებზე საუბრობს