წყალტუბოში მესამე საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ცივი იარაღით დაჭრეს
19.05.2021
უკან დაბრუნება
წყალტუბოში მესამე საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ცივი იარაღით დაჭრეს . დღის ამბები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რესურს ცენტრის ხელმძღვანელს ესაუბრა, რომელიც ფაქტთან დაკავშირებით ამბობს, რომ ინციდენტი არა სკოლის ტრიტორიაზე, არამედ მის გარეთ მოხდა, როგორც მამუკა ჩხეტიანი აღნიშნავს, ის დაზარალებულის მშობლებსაც დაუკავშირდა, მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ჩვენი ინფორმაციით მოსწავლე მკურნალობას დასავლეთ საქართველოს ინტერვენციულ მედიცინის ცენტრში გადის.