„შეიქმნას ვეტერინარიის ფაკულტეტი “- ამ მოთხოვნით დღეს ქუთაისში აქცია გაიმართა
18.05.2021
უკან დაბრუნება
„შეიქმნას ვეტერინარიის ფაკულტეტი “- ამ მოთხოვნით დღეს ქუთაისში აქცია გაიმართა. აღნიშნული ინიციატივა ახალგაზრდა ლეიბორისტების მიერაა წარდგენილი. ქუთაისის ახალგაზრდა ლეიბორისტების ხელმძღვანელი გაგი ახალაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ხელმოწერების შეგროვების შემდეგ განათლების სამინისტროს აღნიშნული მოთხოვნით ოფიციალურად მიმართავენ.