შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პროტესტის 91-ე დღეს, ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის კიდევ ორმა მკვიდრმა პირი ამოიკერა
18.05.2021
უკან დაბრუნება
პროტესტის 91-ე დღეს, ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის კიდევ ორმა მკვიდრმა პირი ამოიკერა. კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზის,, საქმიანობის შედეგად მოსახლეობას საცხოვრებელი სახლები ენგრევა, რის გამოც ისინი კომპენსაციას ითხოვენ. ,,ჯორჯიან მანგანეზმა გუშინ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვით კომპანიასა და მოსახლეობას შორის შეთანხმება შედგა და შესაბამისად პროტესტი შეწყდა.თუმცა როგორც აღმოჩნდა, პროტესტი გრძელდება . პირი ჯამში ხუთმა ადამიანმა ამოიკერა, როგორც აქივისტები აღნიშნავენ, თუ ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნული პრობლემით უახლოეს ორ დღეში არ დაინტერესდებიან ,ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ. კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზში,, კომენტარს არ აკეთებენ.