ქუთაისის მე-5 ბაგა ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია
18.05.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის მე-5 ბაგა ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია. კოვიდ 19 დაწესებულების ერთ-ერთ აღმზრდელს დაუფიქსირდა. ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ ბავშვთა დასწრების რაოდენობამ იმატა.
ქუთაისის ბაგა ბაღების 37-ივე დაწესებულების 1780-მდე თანამშრომელი ყოველ ორ კვირაში კოვიდ 19 ზე იტესტება.