შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დღეიდან #5 ავტობუსი თაბუკაშვილის ქუჩიდან გუმათის ტერიტორიულ ერთეულში, ბერაძის ქუჩამდე იმოძრავებს
18.05.2021
უკან დაბრუნება
დღეიდან #5 ავტობუსი თაბუკაშვილის ქუჩიდან გუმათის ტერიტორიულ ერთეულში, ბერაძის ქუჩამდე იმოძრავებს. სვლაგეზი მოსახლეობის თხოვნის და ინტერესების გათვალისწინებით შეიცვალა. ავტობუსი გუმათის დასახლებას, ჭავჭავაძის გამზირს, ასათიანის, ფალიაშვილის და დუმბაძის ქუჩებს დააკავშირებს. გუმათის დასახლებაში ავტობუსი რამდენიმე ათეული წელი არ მოძრაობდა. მუნიციპალიტეტის მერიისა და ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით 18 მაისიდან ტრანსპორტი ნაცვლად 20:00 საათისა 22:30 საათამდე იმუშავებს.