18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება
18.05.2021
უკან დაბრუნება
18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება. თარიღი 1977 წელს მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს მიერ დაფუძნდა და ამ თარიღს საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება 40 წელზე მეტია აღნიშნავს. მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში კვირეული ‘’ქუთაისი დღეს და ხვალ“ დაიწყო, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი.გასული წლებისგან გასხვავებით თარიღი პანდემიის გამო მოკრძალებულად აღინიშნება.მიმდინარე პერიოდის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია მუზეუმში შესვლა და ადგილზე წარმოდგენილი ექსპონატების ნახვა.