ქუთაისის ,,ტორპედომ,, რამაზ შენგელიას სახ.ცენტრალურ სტადიონზე პირველად გამარჯვების მოპოვება შეძლო
17.05.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის ,,ტორპედომ,, რამაზ შენგელიას სახ.ცენტრალურ სტადიონზე პირველად გამარჯვების მოპოვება შეძლო,ისინი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშების მე-14 ტურში გორის ,,დილას ,,დაუპირისპირდნენ.დაძაბულ და სანახაობრივად საინტერესო მატჩი ანგარიშით 1-0 დამთავრდა.
შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა,ხოლო მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოსულმა ტორპედოელთა ლეგიონერმა ფადი ზიდანმა გორელთა კარი შორეული ტექნიკური დარტყმით აიღო. აღსანიშნავია ქუთაისელთა მეკარის დინო ჰამზიჩის განსაკუთრებული თამაში.ამ გამარჯვებით ,,ტორპედომ,, 3 ქულა მოიპოვა და გათამაშების ცხრილში 13 ქულით კვლავ მე-8 პოზიციას იკავებს.მომდევნო შეხვედრას ქუთაესური გუნდი 24 მაისს,ზესტაფონში გამართავს და ნომინალური მასპინძლის როლში მყოფ უშუალო კონკურენტს, ქობულეთის ,შუქურას ,, დაუპირისპირდება.