შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში მცხოვრები მოსახლეობა კომპენსაციებს კონკრეტულ ვადებში მიიღებს
17.05.2021
უკან დაბრუნება
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში მცხოვრები მოსახლეობა კომპენსაციებს კონკრეტულ ვადებში მიიღებს. შეთანხმების მიხედვით, დღეიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანია „შუქრუთი პლიუსი" მოსახლეობასთან ინდივიდულაური ხელშეკრულებების გაფორმებას იწყებს. გადაწყვეტილება ადგილობრივებს კომპანიის წარმომადგენლება დეტალურად გააცნეს და კონკრეტულ პირობებზეც შეთანხმდნენ. საინჟინრო კვლევების მიხედვით მოსახლეობა კატეგორიების მიხედვით დაიყო. პირველ კატეგორიაში 36 ოჯახი მოხვდა და საკომპენსაციო თანხამ ორი მილიონ 300 ათასი ლარი შეადგინა. რაც შეეხება კომპენსაციების გაცემის ვადებს, ცნობილია, რომ თანხები წელიწადსა და სამ თვეში უნდა დარიგდეს. მიღწეული შეთანხმების შემდეგ შუქრუთში პროტესტი შეწყდა.შეგახსენებთ,სოფლის სამმა მკვიდრმა პირი ამოიკერა,ხოლო რამდენიმე ადამიანმა შიმშილობა დაიწყო.ისინი კომპენსაციებს ითხოვდნენ.