შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ოზურგეთში სრულად რეაბილიტირებული ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამარტული თეატრი გაიხსნა
16.05.2021
უკან დაბრუნება
ოზურგეთში სრულად რეაბილიტირებული ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამარტული თეატრი გაიხსნა.ღონისძიებას ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თეატრი უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით და ფონდი „ქართუს" დახმარებით გარემონტდა.რეაბილიტაციის შედეგად, ოზურგეთის თეატრი ულტრათანამედროვე ხმის და განათების სისტემებით აღიჭურვა. მასში განთავსებულია ორი სრულფასოვანი სცენა, რადიო სტუდია რადიო სპექტაკლების ჩასაწერად; შენობა მორგებულია თანამედროვე სტანდარტებს, ფუნქციონირებს საგრიმიორო, სარეკვიზიტორო, სადურგლო საამქროები, აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით. თეატრში არის სხვადასხვა სარეპეტიციო სივრცე, ხმის ჩამწერი სტუდია, ოთახები მუზეუმისთვის, სამხატვრო სადეკორაციო - სახელოსნოსთვის, მცირე დარბაზი - ექსპერიმენტული სცენა, რომელსაც დამოუკიდებლად ფუნქციონირება შეუძლია; შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. თეატრს მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ახლად რეაბილიტირებულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში პირველად ,,მონატრება- ნუ გააღვიძებ" გაიმართა, რომელიც ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დაიდგა.წარმოდგენას პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები დაესწრნენ.