შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პროექტის ,,მდინარეები ნარჩენების გარეშე სუფთა შავი ზღვა,, ფარგლებში მუნიციპალური მწვანე ნარჩენების კომპოსტირების შესახებ ვორქშოფი გაიმართა
16.05.2021
უკან დაბრუნება
პროექტის ,,მდინარეები ნარჩენების გარეშე სუფთა შავი ზღვა,, ფარგლებში მუნიციპალური მწვანე ნარჩენების კომპოსტირების შესახებ ვორქშოფი გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციების,სხვადასხვა მუნიციპალიტეტისა და აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს პროექტის ფარგლებში აშენებული საკომპოსტე ცენტრის დათვალიერების შესაძლებლობა მიეცათ.მათ ბიოდეგრადირებადი ნარჩენების კომპოსტირების შესახებ ინფორმაცია პროექტის კოორდინატორმა ქეთევან ცხაკაიამ მიაწოდა . მიმოიხილეს გარემოს დაცვის სფეროში განხორციელებული საგანმანათლებლო კომპონენტი. ,ვორქშოპის მონაწილეები პროექტის ფარგლებში შეძენილ ტექნიკურ აღჭურვილობასაც გაეცნენ .