პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს
16.05.2021
უკან დაბრუნება
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს . პროცესი 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია ხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე . ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელის , მაია ცქიტიშვილის თქმით, ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. საბუთების წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება. ასევე, ცქიტიშვილის განცხადებით 24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით რეგისტრაციის მეოთხე ეტაპი იწყება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.