ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით მუნიციპალურ ტრანსპორტში სამზგავრო ტარიფის ფასდაკლების სისტემა ამოქმედდება
16.05.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით მუნიციპალურ ტრანსპორტში სამზგავრო ტარიფის ფასდაკლების სისტემა ამოქმედდება. საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფასო მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ: შშმ პირები, ვეტერანები, მადლიერების სახლის ბენეფიციარები, მრავალშვილიანი და მარტოხელა დედები და კიდევ რამდენიმე სხვა კატეგორიის ბენეფიციარები.
ხოლო 50 პროცენტიანი შეღავათით ისარგებლებენ სტუდენტები, ასევე ბაგა-ბაღების თანამშრომლები
საშეღავათო პირობები 15 ივნისიდან ამოქმედდება.