საბერძნეთში შეზღუდვები მსუბუქდება. უქმდება სპეციალურ ნომერზე SMS-ების გაგზავნის ვალდებულება. მოქალაქეებს დღის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილების უფლება აქვთ. ძალაში რჩება ღამით კომენდანტის საათი, თუმცა აქაც დროის ცვლილება მოხდა. მოქალაქეებს გარეთ გასვლა ღამის 1ის ნახევრიდან ეკრძალებათ. კაფეები, ტავერნები და რესტორნები უკვე გაიხსნა, თუმცა მაისი ბოლომდე კვლავ მუსიკის გარეშე იმუშავებენ. ასევე, თავისუფლად შესაძლებელია მაღაზიებში მისვლა კოდის გაგზავნის გარეშე.