სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აპრილში, საქართველოში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი გაიზარდა
14.05.2021
უკან დაბრუნება
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აპრილში, საქართველოში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი გაიზარდა და 202.8 ლარი შეადგინა. მათივე ცნობით, აპრილში წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 1.8 ლარით გაიზარდა.
საკითხთან დაკავშირებით ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა მოქალაქეები გამოკითხა. საშუალოდ რა თანხა ყოფნით მათ ოჯახის თვიდან თვემდე სარჩენად? და რას ფიქრობენ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ კვლ;ევაზე. გამოკითხულთა უმრავლესობა ერთმად თანხმდება ,რომ ერთ სულ მოსახლეზეც კი თვეში 200 ლარი არასაკმარისია.