შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობს
01.04.2016
უკან დაბრუნება
ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობს, რომელიც ბიზნეს კვლევებს დაეფუძნება. ამ ჯერად სამედიცინო და განათლების სფეროების ანკეტური კვლევა მიმდინარეობს, რომელიც მიზნად ბიზნეს სუბიექტების საჭიროებების გამოვლენას და მათი მოგვარების გზების დასახვას ისახავს. ქუთაისში 200-მდე კერძო სამედიცინო და სასწავლო დაწესებულება ფუნქციონირებს. კვლევა ერთ თვეში დასრულდება. ბიზნესსუბიექტების აქტივობის კვლევა, მონაცემების შეგროვება და ანალიზი ქალაქის ეკონომიკური განათლების სტრატეგიის შემუშავებისას იქნება გამოყენებული.