"COVID-19 მიგრაციის სახეები"- ამ სახელწოდების ფოტო გამოფენა დღეს ქუთაისის ცენტრალურ ბაღში გაიმართა
14.05.2021
უკან დაბრუნება
"COVID-19 მიგრაციის სახეები"- ამ სახელწოდების ფოტო გამოფენა დღეს ქუთაისის ცენტრალურ ბაღში გაიმართა. ღონისძიება მიგრაციის საერთაშორისო ოგნიზაციის ინიციატივით ჩატარდა. გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები პანდემიის პერიდში მიგრანტებისა და მათი ოჯახების ისტორიებს ასახავს. ფოტო გამოფენის მიზანია საზოგადოებამ გააცნობიეროს, რომ პანდემიას არ აქვს საზღვრები და ის გავლენას ახდენს ადამიანებზე მათი ეროვნების, ეთნიკური ნიშნის, რელიგიისა და სტატუსის მიუხედავად.
გამოფენა ქუთაისის ცენტრალურ ბაღში ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენმილი.