კორონავირუსის ინდური შტამი მსოფლიოს 44 ქვეყანაში იქნა გამოვლენილი
14.05.2021
უკან დაბრუნება
კორონავირუსის ინდური შტამი მსოფლიოს 44 ქვეყანაში იქნა გამოვლენილი. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა.
როგორც ცნობილია კორონავირუსის ინდური ვარიანტის სამი ვერსია არსებობს. ინფორმაციის ნაკლებობის გამო შეუძლებელია იმის თქმა, თუ რამდენად ეფექტურია ინდური შტამის წინააღმდეგ ვაქცინა. ექიმი ნოდარ მაღლაფერიძე ვირუსის მახასიათებლებს განმარტავს და აღნიშნავს რომ ინდოეთში პრობლემა რესურსის ნაკლებობამ განაპირობა, ის ასევე საზოგადოებას აუცილებელი რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.