კლინიკა ,,ბომონდის,, კოვიდ ცენტრში მედ-პერსონალის რეინფიცირების ფაქტი არ დაფიქსირებულა
14.05.2021
უკან დაბრუნება
კლინიკა ,,ბომონდის,, კოვიდ ცენტრში მედ-პერსონალის რეინფიცირების ფაქტი არ დაფიქსირებულა ,თუმცა კლინიკის კლინიკური მენეჯერის, მამია ყიფიანის განმარტებით, მათ 5 რეინფიცირებულ პაციენტს უმკურნალეს ,რომლებიც გამოჯანმრთელებულები გაეწერნენ.მედიკოსი განმარტავს, რომ რეინფიცირების მაჩვენებელი პირდაპირ კავშირშია ვაქცინაციასთან და სანამ საზოგადოების დიდი ნაწილი არ აიცრება , რეინფიცირება გაგრძელდება.
დღეის მდგომარეობით, ბომონდში დასავლეთ საქართველოდან 46 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს, კოვიდგანყოფილება სულ 60 ადამიანზეა გათვლილი