დღეს მედდის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ეს თარიღი უკავშირდება ერთ–ერთი ყველაზე გამოჩენილი ინგლისელის – ფლორენს ნაითინგეილის დაბადების დღეს, რომელმაც ყირიმის ომის დროს მსოფლიოში პირველი მოწყალების დების სამსახური ჩამოაყალიბა.
გადაწყვეტილება მედიცინის დის საერთაშორისო დღის ოფიციალური აღნიშვნის შესახებ 1974 წლის იანვარში მიიღეს.
თანამედროვე მედიცინაში ექთნების მუშაობის მნიშვნელობის შესახებ ექიმები საუბრობენ, პროფესიულ დღეს ერთმანეთს მედდებიც ულოცავენ.სწორედ მათ საპატივცემულოდ ქუთაისში გამოფენა გაიმართა.