მზეჭაბუკის ძეგლი ქუთაისს დაუბრუნდა, შეცვლილ ლოკაციაზე ქანდაკების მონტაჟი რამდენიმე დღეა მიმდინარებს. მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის „მზეჭაბუკი“, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში შეიქმნა, ფაშიზმზე გამარჯვებისადმი მიძღვნილი „დიდების მემორიალის“ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო. ცხენზე ამხედრებული მამაკაცის ქანდაკება ირაკლი აბაშიძის გამზირზე დაახლოებით 3 ათეული წელი იყო განთავსებული, ძეგლის შეცვლილ ლოკაციაზე განთავსებას ადგილობრივები აფასებენ.