ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გოგი წულაიას სასამართლო პროცესი გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა
11.05.2021
უკან დაბრუნება
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გოგი წულაიას სასამართლო პროცესი გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.მოსამართლის გადაწყვეტილებით ,პოლიტიკოსი პატიმრობაში დარჩა.პროცესი 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა.წულაიას ადვოკატის თქმით ბრალდებულმა სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა და განაცხადა,რომ წინასწარ დადგმულ სცენარში ის მონაწილეობას არ მიიიღებს.ვალერი გელბახიანის თქმით, წულაიამ პროცესზე კიდევ ერთხელ გააჟღერა,რომ ის პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია.შემდეგი პროცესი 17 მაისს გაიმართება.