ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს დღეს კინორეჟისორი გელა ბაბლუანი ესტუმრა
10.05.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს დღეს კინორეჟისორი გელა ბაბლუანი ესტუმრა. საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანი KIU-ს სტუდენტებს შეხვდება და მათ საკუთარ ნამუშევრებზე ესაუბრა. ბაბლუანმა საქართველოში დაფუძნებული ფრანგული კინოსკოლის შესახებ პრეზენტაცია გამართა. შეხვედრას სტუდენტებთან ერთად, უნივერსიტეტის კანცლერი მაგდა მაღრაძე, KIU-ს თანამშრომლები და ადგილბრივი თვითთმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 8-12 მაისს, ქუთაისის მერიისა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ტარდება. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, ესტუმრა რეჟისორი გელა ბაბლუანი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს.