შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გელათის მონასტრის რეაბილიტაციის პროცესში იუნესკოს უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან
10.05.2021
უკან დაბრუნება
გელათის მონასტრის რეაბილიტაციის პროცესში იუნესკოს უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან. აღნიშნულ საკითხს არასამთავრებო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი ეხმაურება და ამბობს, რომ სახელმწიფო გელათში დღემდე ექსპერიმენტებს ატარებს. მისივე თქმით, მთავარი ისაა რამდენად ობიექტური იქნება უცხოელი ექსპერტი და აღიარებს თუ არა მეთოდოლოგიის წუნს. გელათის სამონასტრო კომპლექსის შესახებ, რა სახის დოკუმენტაცია გადაეგზავნა უცხოელ ექსპერტს და რა ვითარებაა ამჟამად გელათში, აღნიშული კითხვებით ჩვენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს მივმართეთ, თუმცა მათგან პასუხს ამ დრომდე ველოდებით. როგორც ცნობილია, კულტურის სამინისტროსთან არსებული არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფიდან, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა გელათის საკითხზე მუშაობს, შეირჩევა რამდენიმე სპეციალისტი, რომელთაგან შედგება შესაბამისი კომისია. ამ კომისიასთან გასაუბრებას კი ის ოსტატები გაივლიან, რომელთა განაცხადების მიღება სამინისტრომ 6 მაისს დაიწყო და 15 ივნისს დასრულდება.