შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მივაღწიეთ იმას, რომ კაშხალი უახლოესი 12 თვის განმავლობაში არ აშენდება
10.05.2021
უკან დაბრუნება
მივაღწიეთ იმას, რომ კაშხალი უახლოესი 12 თვის განმავლობაში არ აშენდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისივე თქმით, რიონის ხეობაში მთავრობის წევრების ჩასვლა ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუმცა, მოლაპარაკებებისთვის „კარი ყოველთვის ღიაა“. თურნავას ამ განცხადებას რიონის ხეობის მცველი მაკა სულაძე გამოეხმაურა,,,მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის,,ერთ-ერთი დამფუძნებელი ამბობს, რომ აღნიშნული შინაარსის განცხადება მინისტრმა რამდენიმე თვის წინაც გააკეთა რასაც კაშხლის მშენებლობის დაწყება მოჰყვა.