შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



რა ხდება ,,ქართულ ოცნებაში,,? დეპუტატების შეფასებები
01.04.2016
უკან დაბრუნება
"ყველა გამოვცდით, როგორ ვუყვარვართ ქართველ ხალხს,"- ამის შესახებ რესპუბლიკელების წარმომადგენელმა, ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა.ბერძენიშვილის თქმით, არავითარი ბლოკი არ იქმნება."ერთხელ და სამუდაომოდ შევაწყვეტინებთ მტერს და მოყვარეს საუბარს, როგორ ვერ გვიტანენ. თუ ვერ გვიტანენ, წავალთ სახლში,“- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა. ეროვნული ფორუმის წარმომადგენელმა, თემურ მაისურაძემ, აღნიშნა, რომ ფუნქცია, რისთვისაც კოალიცია შეიქმნა, ამოიწურა. მისივე თქმით, ზოგიერთ საკითხზე ეროვნული ფორუმი ქართულ ოცნებასთან ვერ თანხმდებოდა, თუმცა მანამდე ეს საჯაროდ არ გაჟღერებულა. თემურ მაისურაძე ამბობს, რომ ის ქართული ოცნების შიგნით საკადრო პოლიტიკის წინაღმდეგი იყო. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, პოლიტიკური სუბიექტი არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად აპირებს.-განცხადება ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა