ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 97 პაციენტი მკურნალობს
10.05.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 97 პაციენტი მკურნალობს, აქედან 8 რენიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული .თერაპიული პაციენტებიდან 16 არასრულწლოვანია, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც საშუალო სიმძიმით ფასდება.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, საავადმყოფოდან დღეს 9 ადამიანი გაეწერა, დაემატა 12 ახალი პაციენტი. ამ დროისთვის ინფექციურში 8 თავისუფალი საწოლია.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კლინიკაში ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა.