ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარები და თანამშრომლები „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრნენ
10.05.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარები და თანამშრომლები „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრნენ. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში ბენეფიციარებისა და თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ. 10 მაისის მონაცემებით საქართველოში 62 447 აცრაა ჩატარებული.