შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პარლამენტში კვორუმი მეორე მცდელობის შემდეგ შედგა
01.04.2016
უკან დაბრუნება
საქართველოს პარლამენტის სხდომა დღეს ისევ ჩაიშალა. რეგისტრაცია სხდომათა დარბაზში მხოლოდ 71-მა დეპუტატმა გაიარა, კვორუმისათვის კი 76 დეპუტატი იყო საჭირო.პარლამენტის სასესიო დარბაზში ნაციონალური მოძრაობის წევრები იმყოფებოდნენ, რომლებმაც რეგისტრაცია არ გაიარეს. პარლამენტის თავმჯდომარემ შემდეგი რეგისტრაცია 15 წუთში ჩანიშნა რის შემდეგაც პარლამენტში კვორუმი შედგა და სხდომა განახლდა. შეგახსენებთ, პარლამენტში კვორუმის არასებობის გამო სხდომა 31 მარტს სამჯერ ჩაიშალა.