ქუთაისში - ფალიაშვილის ქუჩისა და ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია განხორციელდება
06.05.2021
უკან დაბრუნება
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ ქუთაისში ჩატარებულ პირველ სხდომაზე იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის ურბანული განახლების არეალები შეარჩია.
წინადადებები იმერეთის მუნიციპალიტეტებმა წარმოადგინეს, შერჩეული არეალების განვითარებისთვის შესაბამისი პროექტების/ესკიზების შემუშავება კი უკვე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს დაევალებათ
ქუთაისში - ფალიაშვილის ქუჩისა და ცენტრალური
ბულვარის რეაბილიტაცია განხორციელდება.
საზოგადოება პროექტების დაწყებას მიესალმება და ბულვარის რეაბილიტაციის პროცესში რამდენიმე დეტალის გათვალისწინებას ითხოვს .