კალათბურთში სუპერლიგის პლეი ოფის პირველი მატჩი ქუთაისის ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის სპორტის სასახლეში გაიმართა,სადაც ადგილობრივმა ,,ქუთაისი 2010-მა ,, თბილისის ,,დინამოს,, უმასპინძლა.მატჩი დაძაბული და სანახაობრივად საინტერესო გამოდგა. შეხვედრა 94-93- სტუმრების სასარგებლოდ დასრულდა.საპასუხო თამაში თბილისში 7 მაისს გაიმართება . თუ ,,ქუთაისი2010,, იქ წარმატებით გამოვა, გადამწყვეტი თამაში კვლავ ქუთაისში 9მაისს გაიმართება.წაგების შემთხვევაში კი პლეიოფის შემდგომ ეტაპზე თბილისის ,,დინამო,, გავა.