ქუთაისში, „გვირილობის „ კვირეულის ფარგლებში, კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა
06.05.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისში, „გვირილობის „ კვირეულის ფარგლებში, კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა. ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ის ბიზნეს-კომპანიები და ორგანიზაციები დააჯილდოვა, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს პანდემიასთან ბრძოლაში. „მწვანე თეატრში“ გამართულ დაჯილდოების ცერემონიალს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.