„გვირილობის“ კვირეულის ფარგლებში ქუთაისის საპატიო და ღვაწლმოსილი მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
04.05.2021
უკან დაბრუნება
„გვირილობის“ კვირეულის ფარგლებში ქუთაისის საპატიო და ღვაწლმოსილი მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, „ოქროს ჩარდახში“ ის ადამიანები დააჯილდოვა, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი ქუთაისის განვითარებაში. წელს ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება 10 გამორჩეულ პიროვნებას მიენიჭა.