შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გვირილობა წელს აღდგომის დღესასწაულს დაემთხვა, მიუხედავადამისა, რამდენიმე ღონისძიება მაინც გაიმართა
04.05.2021
უკან დაბრუნება
გვირილობა წელს აღდგომის დღესასწაულს დაემთხვა, მიუხედავადამისა, რამდენიმე ღონისძიება მაინც გაიმართა. სხვადასხვა აქტივობა,ეპიდვითარებიდან გამომდინარე, რეგულაციების დაცვით განხორციელდა. ღონისძიებებს მასშტაბური სახე არ ქონია. წელს გვირილობა კვირეულით აღინიშნება და 12 მაისს, მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალით დაიხურება. პირველი ტრადიციული ღონისძიება, რომელიც 2 მაისს გაიმართა, ქუთაისის დალოცვა იყო ბაგრატის საკათედრო ტაძარში, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ , მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და ქუთაისი დალოცა. ტრადიციულად, სამი ოთარის ძეგლი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს. ქუთაისის ცენტრალურ ბაღში კი ბავშვთა სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნახატების და ფოტო-გამოფენა "ქუთაისის ბულვარი" გაიმართა. პარალელურად ,"გიმნაზისტკების"პერფორმანსი ჩატარდა.ფორმებში გამოწყობილმა გოგონებმა მოქალაქეებს გვირილები დაურიგეს.