წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
01.05.2021
უკან დაბრუნება
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, პროექტის განხორციელება ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი, სამუშაოებს გერმანიის განვითარების ბანკი (KIW) აფინანსებს. დევნილთა დასახლებაში სულ 352 ოჯახი ცხოვრობს. ბაღში ამ ეტაპზე კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, მოწესრიგდება ფასადი, სველი წერტილები, ბაღის შიდა ინფრასტრუქტურა. წყალტუბოს საბავშვო ბაღებში დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები. ყველა მუნიციპალური ბაღი უზრუნველყოფილია შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, მიმდინარეობს თერმოსკრინინგი. სულ წყალტუბოს საბავშვო ბაღებში სკოლამდელ განათლებას მოწესრიგებულ და კომფორტულ გარემოში ამ ეტაპზე 1600 აღსაზრდელი იღებს.