შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ზაურ სოფრომაძის მკვლელობაში ბრალდებული ზაზა ჩაფიძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს
30.04.2021
უკან დაბრუნება
ზაურ სოფრომაძის მკვლელობაში ბრალდებული ზაზა ჩაფიძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს .ბრალდებული ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს, მან საპატიმროში 9 თვეგაატარა. პროკურატურა ჩაფიძეს შურისძიების მოტივით ზაურ სოფრომაძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა. მკვლელობა ტყიბულში გასული წლის ზაფხულში მოხდა. მკვლელობის ფაქტზე 1 პირი იყო დაკავებული. გამოძიება სსსკ-ის 108-ედა 236-ე მუხლებით მიმდინარეობდა, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს ზაზა ჩაფიძის ადვოკატი ამბობს, რომ ნაფიცი მსაჯულებისგან ბრალდებულის გათავისუფლება არც ისე ხშირი პრეცენდენტია.