შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ოცდათვრამეტი საჯარო სკოლიდან ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე ორი -14-ე და 33-ე სკოლები იმყოფება
29.04.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის ოცდათვრამეტი საჯარო სკოლიდან ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე ორი -14-ე და 33-ე სკოლები იმყოფება, ხოლო დისტანციური სწავლების მოდელზე 2500-მე მოსწავლეა დარეგისტრირებული. როგორც ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი სპეციალისტი დღის ამბებთან აღნიშნავს, მიმდინარე კვირას ქუთაისის საჯარო სკოლებში ვირუსი სულ 5 მოსწავლეს და რვა მასწავლებელს დაუდასტურდა, ნინო მამრიკიშვილი ამბობს, რომ სკოლებში საგანგაშო მდგომარეობა არ არის და მოსწავლეების დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის მსურველთა რაოდენობა ყოველკვირეულად უმნიშვნელოდ იცვლება .