ქუთაისში სააღდგომო ნობათების გაცემა მეორე დღეა მიმდინარეობს
27.04.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისში სააღდგომო ნობათების გაცემა მეორე დღეა მიმდინარეობს.
სასურსათო ამანათები დღეს ასოციაცია ,,მოწყალების“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარებს გადაეცათ, ნობათებს ასევე სოციალურად დაუცველები, მარტოხელა და მრავალშვილიანი დედები, სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები და „მადლიერების სახლის“ ბენეფიციარები მიიღებენ. ამ ეტაპზე უკვე გაცემულია 1500მდე ამანათი, ჯამში კი სააღდგომო პროდუქტს 4000 სხვადასხვა კატეგორიის ოჯახი მიიღებს.სააღდგომო ნობათებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 184 240 ლარი გამოიყო