86 წლის ასაკში კახი კავსაძე გარდაიცვალა.
მსახიობი ბოლო ორი თვის განმავლობაში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. კახი კავსაძეს კორონავირუსი 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდგინდა. რამდენიმე კვირიანი მკურნალობის შემდეგ მსახიობი ბინაზე გაწერეს, თუმცა მისი საავადმყოფოში დაბრუნება ჯანმრთელობის გაუარესების გამო კვლავ გახდა საჭირო.
კახი კავსაძის დებიუტი კინოში შედგა 50–იანი წლებიდან.მან ქართულ კინოში 80-ზე მეტი დასამახსოვრებელი ეკრანული სახე შემქნა.
კახი კავსაძის მიღებული არა ერთი ჯილდო, პრემია და პრიზები. 1976 წლიდან არის საქართველოს დამსახურებული არტისტი.
1981 წლიდან არის საქართველოს სსრ სახალხო არტისტი.
2008 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა კახი კავსაძის ვარსკვლავი.
მსახიობი დღეს კოლეგებმა გაიხსენეს.