შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დღეს ჩერნობილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა
26.04.2021
უკან დაბრუნება
დღეს ჩერნობილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა, 1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკმა ავარია განიცადა.. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. დაბინძურებული ზონიდან ევაკუირებული იყო დაახლოებით 200 000 ადამიანი. ქუთაისში, მემორიალი გვირგვინით შეამკეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და დასავლეთ საქართველოს ჩერნობილელთა კავშირის წევრებმა. მემორიალთან შეიკრივნენ ის ადამიანებიც, რომლებიც ჩერნობილში მუშაობდნენ .